ონის კულტურის სახლში, შოვის სტიქიის დროს დაღუპული, გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ხელმძღვანელთან, თემურ მღებრიშვილთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
სულთანიშვილი ანსამბლ "ბუბას" წევრი და "სანსეტ შოვის" კოტეჯების მზარეული იყო. ის ერთ-ერთი ბოლო იყო ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა.
გენადი სულთანიშვილს, სამშაბათს, ონში დაკრძალავენ.