ონის კულტურის სახლში, შოვის სტიქიის დროს დაღუპული, გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სულთანიშვილი ანსამბლ "ბუბას" წევრი და "სანსეტ შოვის" კოტეჯების მზარეული იყო. ის ერთ-ერთი ბოლო იყო ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა.
გენადი სულთანიშვილს სამშაბათს ონში დაკრძალავენ.