26 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სტიქიის ზომების გათვალისწინებით, მარტივი არ არის ზუსტად პროგნოზირება, რა ვადაში და როდის შეიძლება მთლიანად დასრულდეს სამძებრო სამუშაოები - მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, შოვში გუშინ იმყოფებოდა და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

"ქართული ოცნების" დეპუტატის თქმით, სამძებრო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს და საზოგადოებას, ყველა მოქმედებისა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მუდმივად მიეწოდება.

მისი თქმით, ზუსტად იმის პროგნოზირება თუ რა ვადაში და როდის შეიძლება მთლიანად დასრულდეს სამძებრო სამუშაოები, მარტივი არ არის, რადგან სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია.

"სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკაზე ინფორმაცია, საზოგადოებას შტაბიდან მუდმივად მიეწოდება. მათ შორის, იმ ლოკაციების შესახებ, რომელიც შესაძლებლობის მიხედვით, ფართოვდება. ყველგან და სრული რესურსის მობილიზებით ხორციელდება სამძებრო სამუშაოები, თუმცა მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით, მარტივი არ არის ზუსტად პროგნოზირება, რა ვადაში და როდის შეიძლება მთლიანად დასრულდეს ეს სამძებრო სამუშაოები და ამავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებას, პრაქტიკულად ყველა სიახლის შესახებ და ყველა მიმდინარე განახლების შესახებ მიეწოდება სრული ინფორმაცია", - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები