შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე 12 და 13 აგვისტოს დაგეგმილი საზეიმო კონცერტები, მათ შორის, ქართული ცეკვის ნაწილში, სრულად გაუქმდა.
საქართველოს კამერულმა გუნდმა საეკლესიო საგალობლებით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ამასთან, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მატარებელი“. ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები, ფრანგი და სხვა უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება.