საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობს. ""ბორჯღალოსნებმა"," ზაფხულის ტესტების პირველი შეხვედრა რუმინეთთან გამართეს და მეტოქე მარტივად რეკორდული ანგარიშით - 56:6 დაამარცხეს.
ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთისგან მხოლოდ ორი ჯარიმა გაუშვეს, რის შემდეგაც ქომაგს პერფორმანსი შესთავაზეს. პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა 3 ლელო მიითვალეს და რუმინეთს 25:6 მოუგეს.
45-ე წუთზე კი, ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი დაიწერა. აკა ტაბუცაძემ, მამუკა გორგოძის რეკორდი გააუმჯობესა და ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო მელელოვე გახდა მას 28 ლელო დაუგროვდა.
მეორე ტაიმში, ქართველმა მორაგბეებმა მოწინააღმდეგე გუნდს როგორც შეტევაში, ასევე დაცვით ფაზებში აჯობეს და 5 უპასუხო ლელო დაუდეს. საბოლოოდ საქართველომ მეტოქეს 56:6 მოუგო და მომდევნო შეხვედრაში ამერიკის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
შეხვედრა 19 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.