აშშ-ში, სახლის აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიკარგა. შემთხვევა პენსილვანიის შტატში მოხდა.
შემთხვევის შედეგად, 3 შენობა განადგურდა, რამდენიმე კი დაზიანდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თქმით, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ ჩარჩენილი.
ოფიციალური პირების განცხადებით, 3 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 1 კრიტიკულ მდგომარეობაში. აფეთქების მიზეზებს პოლიცია იძიებს.