უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა, უკრაინის რამდენიმე ოლქს დრონებითა და არტილერიით შეუტიეს. 114-ჯერ დაიბომბა ზაპოროჟიეს ოლქის 19 ქალაქი და სოფელი გასული დღე-ღამის განმავლობაში. ქალაქ ორივეჯერ თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცავები, რომელთაგან 1 ადგილზე გარდაიცვალა.
ნიკოპოლის რეგიონზე მიტანილი 2 იერიშის შედეგად, დნიპროპეტროვსკის ოლქში კერძო სახლები, ფერმა, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. ოკუპანტებმა დაბომბეს მიკოლაევის ოლქი და ხარკოვის ოლქის 4 რაიონი. მძიმე ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვამ, ოკუპანტების შეტევა რამდენიმე პოზიციაზე მოიგერია.
"მინდა, მადლობა გადავუხადო გამნაღმველებს. მიმდინარეობს დასახლებული პუნქტების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების განაღმვა. გასული დღე ღამის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობდა პიროტექნიკის 133 ქვედანაყოფი. მათგან ყველაზე მეტი ხერსონის, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში. მადლობას გიხდით ყველას, ვინც მუშაობთ უკრაინული მიწის რუსულ ტერორის კვალისაგან გასათავისუფლებლად. მადლობა თქვენ, ვინც უკრაინისა და უკრაინელების უსაფრთხოებაზე ზრუნავთ. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის და მას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელებს",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.