26 ნოემბერი 2024,   08:01
ვრცლად
ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი - თემურ მღებრიშვილი

"ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები"- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩამოწოლილი მასის დაახლოებით 60% უკვე შესწავლილია.

"გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. სტიქიის ეპიცენტრში უკვე მიწის მასის 60% გადამოწმებული საძიებო სამუშაოების მიზნით. მდინარეს კალაპოტებში 54 კილომეტრის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარედ, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. სტატისტიკა არ შეცვლილა, დღეის მონაცემებით გარდაცვლილი არის 24 ადამიანი 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს და ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. მოხალისეების გარკვეული ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობას, წითელი ჯვრის საშუალებებით დარეგულირდა ეს საკითხი და ეს მოხალისეები გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით, როგორც ჩვენ ასევე თავდაცვას, გვარდიასა და ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები