აფხაზეთის მეომართა კავშირმა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ექოსკოპიის აპარატი უსასყიდლოდ გადასცა. დანადგარი, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრ "დიომედს" გადაეცა.
უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს.