26 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა

ჰავაიზე, მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, 89-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კუნძულ მაუის გუბერნატორი ადასტურებს.

ამ დროისთვის, კუნძულ მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.

მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, ლაჰაინას აღდგენის ღირებულება 5,5 მილიარდ დოლარად შეფასდა. დაზიანდა ან განადგურდა 2200-ზე მეტი ნაგებობა და დამწვარია 850 ჰექტარი ტერიტორია.

დღის ამბები