კომპანია "რეი-11-მა" საქართველოში პირველი ქართული ისტორიულ-მითოლოგიური კომიქსი შექმნა. დაიბეჭდა ბროშურა, რომელშიც ქართული რელიგიური და ისტორიული ეპოსიდან პერსონაჟებია გაცოცხლებული.
ზღაპული, მითოლოგიური თუ ისტორიული გმირები კომპანია რეი-11-მა კომიქსის პერონაჟებად აქცია. კომიქსზე მუშაობისას შეიქმნა ოჩოპინტრესა და კოპალას სამეფოებიც, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოიცავს და „იბერიის ქრონიკების“ სამყაროში ერთიანდება.
კომიქსის პარალელურად, მუშაობა ანიმაციურ ფილმზეც მიმდინარეობს. პერსონაჟები კომიქსიდან ანიმაციაში სულ მალე გადაინაცვლებენ და ძველი ქართული მითებიდან, ლეგენდებიდან, ბალადებიდან ამოკრებილ ისტორიებს ახალი თაობისთვის გააცოცხლებენ.