თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას "ანადოლუ“ ავრცელებს.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტის ვებგვერდის ინფორმაციით, 16:39 საათზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი მალათიის იეშილიურტის რაიონი იყო. დადგინდა, რომ მიწისძვრა 6,35 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
16:40 საათზე ამავე ადგილას ამჯერად 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეს მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ. როგორც მედია წერს, ისინი ამ დრომდე გარეთ იმყოფებიან.
„ორი მიწისძვრა, 16:39 საათზე და 16:40 საათზე მოხდა ჩვენი პროვინციის მალათიის იეშილიურტის რაიონში. ამ დროისთვის უარყოფითი ვითარება არ არის. საველე სკანირების კვლევები გრძელდება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს თანამოქალაქეებს მალათიიდან“, – განაცხადა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტმა, იუნუს სეზერმა.