ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება "იაფად" შეიძლება, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ კვდებიან, მაგრამ თუ ჩვენ ახლა არ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას, ძალიან მაღალი ფასი იქნება გადასახდელი ,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა "ვაშინგტონ პოსტთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, იგი ხედავს "რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას" დაწყებული მოსკოვის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრით, შემდეგ კი 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმით და გასულ წელს კი სრულმაშტაბიანი ინტერვენციით.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინსვლა უკრაინაში უნდა შეჩერდეს, რათა არ მოხდეს ის, რაც პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, როცა ამერიკელმა ჯარისკაცებმა დაღვარეს სისხლი და დაკარგეს სიცოცხლე ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების აღსადგენად.