იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ, იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღო და დალოცა.
შეხვედრისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ მის უწმინდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მისი უწმინდესობა ილია II-ის მოკითხვა გადასცა და დელეგაციის წმინდა მიწაზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.