26 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
მინდა ქეთი დუმბაძეს მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა, იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი - გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ქეთი დუმბაძეს  მწერალთა სახლის ხელმძღვანელობას ულოცავს. მისი თქმით, იშვიათად შეხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი.

"ქეთი დუმბაძეს ადრეული ახალაგაზრდობიდან ვიცნობ, შეიძლება ითქვას ის ჩემი ყრმობის მეგობარის, მაგრამ ამჟამად ეს არ არის მთავარი! ღირსშესანიშნავია ის რომ იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი, ქეთი გააბრაზო და მით უფრო წყობიდან გამოიყვანო წარმოუდგენელი მგონია...ქეთიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე აკეთა, მარტო მისი "ცოცხალი წიგნები" რად ღირს! მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა, ვუსურვო წარმატება, ვიცი რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევს თავს, ისიც ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ქეთი ერთი წამით არ შედრკება და აიცრუებს გულს, რადგან ქეთის მამა, დიდი ნოდარ დუმბაძე წერდა: " სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული" ჰოდა ამ გაჭირვებაში მტკიცედ დექ ჩემო ძვირფასო მეგობარო,"- წერლს კალანდია.

დღის ამბები