26 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
აქ დარჩენა გადავწყვიტეთ, რომ მცირედით მაინც დავხმარებოდით ადამიანებს - რას ყვება რაჭაში გადარჩენილი ჩეხი მზარეული

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები და სამხედროები 9 ადამიანს ეძებენ. გაფართოვდა სამძებრო სამაშველო ოპერაციის არეალი.

ტერიტორია ამბროლაურის აეროპორტამდე გაიზარდა. ნაპოვნია 24 ცხედარი, მათგან 20 იდენტიციფიცირებულია, 4-ზე დეენემის პასუხებს ელოდებიან.

ადგილზე იმყოფება მიხალ ბარტაკია, ჩეხი მზარეული, რომელიც შოვის სტიქიის პირველ დღეს გადარჩა და მაშველებმა გამოიყვანეს.

ჩეხი მზარეული მადლიერების ნიშნად, 400 კაცისთვის დღეში ორჯერ კერძებს ამზადებს.

"მთებში ვიყავით, როდესაც უკან დავბრუნდით აქ დარჩენა გადავწყვიტეთ, რომ მცირედით მაინც დავხმარებოდით ადამიანებს,"- აცხადებს მიხალ ბარტაკია. 

დღის ამბები