მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„ღრმა სინანულით შევიტყვე რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. მონტენეგროს მთავარობის და პირადად ჩემი სახელით მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, – აღნიშნავს მონტენეგროს პრემიერი.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.