26 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გარეგინ მეორე აღნიშნავს, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია უსამძიმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს, ქართველ ხალხს და ლოცულობს, რათა ღმერთმა ნუგეში და შვება მისცეს დაღუპულთა ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

დღის ამბები