26 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
პაპუნა მარგველიძე - გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები და სამხედროები 9 ადამიანს ეძებენ. კიდევ უფრო გაფართოვდა სამძებრო სამაშველო ოპერაციის არეალი.

ტერიტორია ამბროლაურის აეროპორტამდე გაიზარდა. ამ დრომდე ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 4-ზე დნმ-ს პასუხებს ელოდებიან.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე აცხადებს, რომ გრძელდება ცხრა დაკარგული ადამიანის ძებნა. 

"როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ, ეს დამახასიათებელია. ვინაიდან ცუდი ხილვადობა იყო, გვიან ღამით მოხდა სამუშაოების დილამდე შეჩერება. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა ვერტმფრენითა და დრონებით ამ ხეობის დათვალიერება და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილიდანვე განახლდა საძიებო სამუშაოები", – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

დღის ამბები