26 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
თეა წულუკიანმა ვაშნარის არქეოლოგიური გათხრები მოინახულა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვაშნარის არქეოლოგიური გათხრები მოინახულა. ამჟამად, ვაშნარის ტერიტორია ორ პროექტს მასპინძლობს.

"ჩვენ ექსპედიციაში გამოვაგზვანეთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. ყველა ძალას მივმართავთ, რომ აქაურობა ტურისტული მიზიდულობის ცენტრად იქცეს,"- აცხადებს წულუკიანი. 

არქეოლოგებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საჭიროებებს, უკვე გათხრილი მასალის კონსერვაციისა და შენახვის საკითხებს.

გამოითქვა მზაობა, სამუშაოებში სტუდენტების მეტი ჩართულობისა და ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

დღის ამბები