წყლის ხარისხი შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მორიგი დასკვნა ცნობილია. სააგენტოში განმარტავენ, რომ სინჯები წყლის ხარისხის დასადგენად ყოველ 10 დღეში ერთხელ, შესაბამის ლაბორატორიაში იგზავნება და მოწმდება.
2023 წლის ზღვის სეზონს წარმატებულად აფასებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. მათი ინფორმაციით, ბათუმში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია და სასტუმროების დაჯავშნის კოეფიციენტიც შესაბამისად, 70 %-ით გაიზარდა.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში ამბობენ, რომ ჩატარებული ბაქტეროლოგიური კვლევის მიხედვით, წყლის ხარისხი ყველა ნორმატიულ აქტს აკმაყოფილებს და ზღვაში ბანაობა დასაშვებია.
აჭარაში ტურისტული სეზონი გრძელდება. შავი ზღვის სანაპიროს დამსვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.