26 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
პრემიერის თქმით, 15 წლის წინ, გმირების თავგანწირვის ფონზე მთელმა მსოფლიომ ნახა როგორ გარბოდა მხდალი მთავარსარდალი

15 წლის წინ,  ომის დროს მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გორში იყო ჩასული. შინდისის გმირების პარალელურად, დღეს, ხელისუფლებამ სწორედ ეს თარიღი და ყოფილი პრეზიდენტის ქმედებები გაიხსენა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გმირების თავგანწირვის ფონზე მაშინ მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ გარბოდა მხდალი მთავარსარდალი.

ღირსეული ქვეყნის მთავარსარდლისთვის შეუსაბამო ქცევა - ამაზე საუბრობდნენ დღეს გმირების მემორიალთან მისული "ქართული ოცნების" წევრებიც.

აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის განცხადებები "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხოლოდ პროპაგანდაის ნაწილია. პარტიაში მიაჩნიათ, რომ 2008 წელს სააკაშვილმა ქვეყანას უფრო დიდი საფრთხე აარიდა.

შეიძლება ადამიანის პოლიტიკური ხედვების ტრანსფორმაცია ხდებოდეს, მაგრამ როდესაც საუბარი ისეთ ქმედებებზე რაც დანაშაულის ტოლფასია, უზნეოა მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე

მმართველმა პარტიამ დღეს, ოპოზიციის იმ წარმომადგენლების განცხადებებიც გაიხსენა, რომლებიც დღეს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან, წლების წინ კი სააკაშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მწვავედ აკრიტიკებდნენ. არქივი მსგავსი შინაარსის არაერთ კომენტარს ინახავს.

ოპოზიცია დღეს უკვე სააკაშვილის შეცდომების გმირულ ნაბიჯებად წარმოჩენას ცდილობს - აცხადებენ ქართულ ოცნებაში. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, 15 წლის წინანდელ მოვლენებს სწორი შეფასება მიეცეს.

რუსულ აგრესიას 2008 წელს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიი, სამხედრო პირები, პოლიციელები, 150 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

დღის ამბები