სტიქიის დროს დაღუპულთა რაოდენობა დღეს 24-მდე გაიზარდა. მაშველებმა დილის საათებში ერთი ცხედარი ტრაგედიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრში იპოვეს. სოფელ ნაკიეტთან, მდინარე რიონის კალაპოტში.
შოვიდან 24 კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთი ადამიანის, სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
დღეს, ღვარცოფში მოყოლილი ავტომობილების ნაწილებიც იპოვეს. სამაშველო ნავებით რიონში შესულმა მაშველებმა სოფელ უწერასთან, რიონში საბურავი აღმოაჩინეს.
სამძებრო ღონისძიებების დღევანდელი შედეგები ახალი ლოკაციების დამატებამ განაპირობა. წინა დღეებში მეხანძრე-მაშველები, მხოლოდ 30 კილომეტრზე ახერხებდნენ გადანაწილებას. დღის ბოლოს კი არეალი 54 კილომეტრამდე გაიზარდა. იქ, სადაც მაშველები სწრაფი დინების გამო ფეხით ვერ გადაადგილდებიან, სპეციალურ ნავებს იყენებენ.
სამძებრო სამუშაოების პარალელურად, დღეს რაჭაში სამაშველო ღონისძიებაც ჩატარდა. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 10 კერძო, მათ შორის სკოლის მანქანები მესაკუთრეებს დაუბრუნეს. ცოცხალმა ძალამ და სპეც ტექნიკამ ავტომობილები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ამ დრომდე ეს ვერ ხერხდებოდა, რადგან არ არსებობდა გზა. მიმდინარე სამუშაოების შედეგად კი მოეწყო დროებითი გზები და გაიწმინდა სავალი ნაწილი.
სამუშაოების ჩატარების არეალის გაფართოებასთან ერთად, ყოველდღიურად საჭირო ხდება მძიმე ტექნიკის დამატება. ახალმა საველე ბილიკებმა, დამაკავშირებელმა ხიდებმა და კონსტრუქციებმა, სამძებრო-სალიკვიდაციო პროცესი შედარებით გაადვილა.
ტექნიკას და მეხანძრე მაშველებს 24 საათის განმავლობაში ეხმარებიან სამხედროებიც. თავდაცვის სამნისტროს წარმოადგენლები, ამ დრომდე ყველაზე რთულ ლოკაციაზე იმყოფებიან. ჯარისკაცების ნაწილი ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზე მჲშაობს და დაკარგულებს ეძებს
3 აგვისტოს შემდეგ,სტიქიის ზონაში მარალი ტემპერატურაა. სალიკვიდაციო სამჲშოაების პარალელურად არის საფრთე რომ გარემო დაბინძურდეს. ადგილზე სურსათის უვნებლოს სააგენტოს წარმოამდგნლებიც იმყოფებიან . ტერიტორიის შესწავლის შედეგად სპეციალისტებმა განმარტეს რომ ამ ეტაპზე ეპიდემიის ან სხვა ინფექციებსი გარვცელების საფრთე არ არსეობს.
დრეს ცნობილი გახდა რომ სტიქიის შედეგად დაღუპულების პატივსაცემად, ხვალიდან ონში სამოქალაქო პანაშ[იდებიც გაიმართება. მოქალაქეები მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში და კულტურის ცენტრში შეიკრიბებიან .