26 ნოემბერი 2024,   08:02
ვრცლად
ჩვენ, მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში-ფერიტ ხოჯა

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. ინიციატორები იყვნენ ალბანეთი, საფრანგეთი, იაპონია, მალტა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.

სხდომის დასრულების შემდეგ, უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი კიდევ ერთხელ გამოთქვამენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.

ასევე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის პარალელურად, გმობენ რუსეთის პროვოკაციებს საქართველოში, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, უკანონო "ბორდერიზაცია", სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონებში, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ქართული კულტურის შეზღუდვა.

ქვეყნები გმობენ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს.

გაერო-ში ალბანეთის მუდმივი წარმომადგენელი ფერიტ ხოჯა აცხადებს, რომ რუსეთის სასტიკ შემოჭრას საქართველოში და სამხედრო ძალების მობილიზებას გმობს.

"ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი, უხეში დარღვევის გამო. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შემოჭრას და ადგილზე მის სამხედრო მობილიზებას .ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონტროლს , რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია,"- აცხადებს ხოჯა. 

დღის ამბები