26 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები, რუსეთისგან ბირთვული საწვავის შესყიდვას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც განაგრძობდნენ - Associated Press

გამოცემა Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები, დიდი რაოდენობით ბირთვული საწვავისა და ნაერთების იმპორტს ახორციელებენ რუსეთიდან, რაც მოსკოვს ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს აძლევს.

ვაჭრობის მონაცემებისა და ექსპერტების თანახმად, რუსეთმა მიჰყიდა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარის ბირთვული პროდუქცია ფირმებს აშშ-სა და ევროპაში.

შესყიდვები მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დაუწესა მკაცრი სანქციები მოსკოვს 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გამო, დაბლოკა რუსული ძირითადი პროდუქტების იმპორტი, როგორიცაა - ნავთობი, გაზი, არაყი და ხიზილალა.

სააგენტო სავაჭრო კომპანიების მონაცემებისა და ექსპერტების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წერს, რომ მხოლოდ 2022 წელს დასავლურმა კომპანიებმა რუსულ ატომურ პროდუქციაში, მათ შორის რეაქტორების აღჭურვილობასა და ტექნიკაში 800 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.

როგორც გამოცემა Associated Press წერს, თუ დასავლეთი რუსულ ბირთვულ პროდუქციაზე უარს იტყვის, ისინი ენერგორესურსების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან.

დღის ამბები