შინდისში დღეს შინდისელ გმირთა მონუმენტი გაიხსნა. ადგილზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დაღუპულ სამხედროებს და მათი გმირობის ისტორიებს იხსენებდნენ.
"გაგვიხსნეს ცეცხლი, მოგვაყოლეს ახლო ჩასაფრებაში და შევედით ახლო კონტაქტში, სადაც იხოცებოდა ბიჭები და იყო დიდი ქაოსები. დღემდე ისეთი სიტუაციაა, რომ მიძნელდება ყოველთვის აქ ამოსვლა. არ ყოფილა წლები მკურნალი ყველაფრის. დღემდე ისე ვარ, რომ თითქოს გუშინ მოხვედრილიყო ყველაფერი," - აცხადებს შინდისის ბრძოლის მონაწილე გიგი მურვანიძე
აღევლინა დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
"დღეს 15 წელი გავიდა შინდისის ბიჭების გარდაცვალებიდან, ომის უბედური დღეებიდან. მძიმეა, რთულია და, ამავდროულად, საამაყოა, რომ ვარ ამ ბიჭების და," - აცხადებს ალექსანდრე ონიანის და, ელენე ონიანი.