26 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია-ჯო ბაიდენი

ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს ეკონომიკური პრობლემები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ "როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ".

ბაიდენის განცხადებით, მას ჩინეთთან რაციონალური ურთიერთობის შენარჩუნება სურს.

ორი დღის წინ, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. მიზეზად უსაფრთხოება დასახელდა. ჩინეთმა ეს ნაბიჯი დაგმო და საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

დღის ამბები