26 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
როგორ მიმდინარეობს რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია, რას ითხოვს ოპოზიცია და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია

პარტია "ლელო" რიკოთის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს. უსაფრთხოება, ეკოლოგია, ფინანსები - პარტიაში ამტკიცებენ, რომ ამ მიმართულებით სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს.

პოლიტიკური ორგანიზაციის მოთხოვნას, ინფრასტრუქტურის სამინისტროში საერთაშორისო დონორების შეურაცხყოფად და საზოგადოების შეშინების მცდელობად აფასებენ. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება - უცხოელი სპეციალისტების მხრიდან. გიორგი წერეთელი ამბობს, რომ საზედამხედველო, საპროექტო და სამშენებლო კომპანიებიც დონორმა ორგანიზაციებმა შეარჩიეს - აზიის განვითარების, ევროპის საინვესტიციო და მსოფლიო ბანკებმა.

რიკოთის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციის სხვა წევრებსაც. "ევროოპტიმისტების" პოლიტიკური ჯგუფი, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრს იბარებს. "ნაციონალური მოძრაობა" კი პირდაპირ გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

ოპონენტების მოტივაციას მმართველი გუნდი მათ პოლიტიკურ გეგმებს და ინტერესებს უკავშირებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არასერიოზულია მტკიცებულებების გარეშე იმის მტკიცება, რომ პროექტი პრობლემურია.

რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოების დაწყებას წინ შესაბამისი გეოლოგიური კვლევები უძღოდა. 52 კილომეტრიან გზაზე 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება.

 

დღის ამბები