26 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
"კიდევ ერთხელ შეჯამების სახით მოისმინა ყველამ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

"იცით, რომ 21 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი, 12-ის ძებნა მიდის. მნიშვნელოვანია, რომ ამ უპრეცენდენტო მობილიზებით, რაც მოხდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის, ტექნიკის, ადამიანური რესურსის მხრივ მოხერხდა რამდენიმე გზის გაჭრა. ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა და ტექნიკით მუშაობა. ამიტომ, იმედია, რომ შესაძლებლობა ექნება სამაშველო სამსახურს, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად იმუშაოს. ვფიქრობ, რომ ის რასაც ჩვენი საზოგადოება ისედაც თვალნათლივ ხედავდა, განსაკუთრებით კი ადგილობრივები, ეს კიდევ ერთხელ შეჯამების სახით მოისმინა ყველამ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები