ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა - შავ სიაში შეყვანილია 8 ფიზიკური და 5 იურიდიული პირი. სანქცირებულია ბელარუსის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია "ბელავია", მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა და ლუკაშენკოს თვითმფრინავი.
ფიზიკური პირებიდან კი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სიაში არიან ბელარუსის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი დიმიტრი კროჩიკი, ლუკაშენკოსთნ დაახლოებული პირი ალექსეი ალექსინი და მისი ოჯახის წევრები.
ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებსა და მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვა დაუწესა.
ამერიკაში შესვლას, ჯამში, 101 ადამიანი ვერ შეძლებს.