26 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
დაკარგული კოდორის ხეობა - რატომ დატოვეს ქართულმა ქვედანაყოფებმა უბრძოლველად კოდორის ხეობა და რა ფაქტორებმა განაპირობა უკან დახევა

რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფებმა უბრძოლველად კოდორის ხეობა და რა ფაქტორებმა განაპირობა უკან დახევა - აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ, ხეობაში მიმდინარე პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი თანამშრომელი იხსენებს. ირაკლი ქურასბედიანი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში იმყოფებოდა. ვიცე-პოლკოვნიკი რადიო "თავისუფლებასთან" ამბობს, რომ კოდორში საკმარისი ძალები იყო მობილიზებული იმისთვის, რომ ქართულ მხარეს ხეობაში კონტროლი არ დაეკარგა.

რატომ ჩააბარა ოკუპანტს უბრძოლველად კოდორის ხეობა მაშინდელმა მთავრობამ, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ომის პრევენცია - მმართველი გუნდი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაში, წინა ხელისუფლების დანაშაულს ხედავს.

კოდორის მოვლენების გახსენებისგან თავი შეიკავეს დღეს ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრებმა. სანაცვლოდ, ბრალდებები ისევ ხელისუფლების მისამართით გაისმა. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" წარსულზე საუბრით ქვეყანაში მიმდინარე სხვა საკითხების გადაფარვა სურს.

რატომ მიატოვა კოდორის ხეობა ქართულმა მხარემ - ეს შეკითხვა ოპოზიციის ნაწილსაც აქვს. ამბობენ რომ ამ დრომდე გაუგებარია, რა მიზეზით გამოიყვანეს 2008 წლის აგვისტო ომის დროს 4000 სი მებრძოლი ხეობიდან.

ომიდან 15 წლის შემდეგაც, ქართული ოცნების წევრები იმ კადრებს იხსენებენ, სადაც მთელმა მსოფლიომ მათი თქმით გაქცეული და შეშინებული მთავარსარდალი იხილა. მმართველი გუნდი ყოფილი ხელისუფლების წევრებს 2008 წლის 9 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომასაც ახსენებს, სადაც ხელისუფლების თქმით, კადრებიც კი იმის დასტურია, რომ ყოფილ პირველ პირებს ომი და ტერიტორიების დაკარგვა მაშინ არ ადარდებდათ.

კოდორის ხეობა ქართულმა მხარემ 2008 წლის 8 აგვისტოს დატოვა. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, 10 რიცხვში რუსი სამხედროები თავისუფლად შევიდნენ უკვე აფხაზეთიდან კოდორში და ხეობაში სრულად დაიკავეს.

 

დღის ამბები