26 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ამ მორიგი პროპაგანდისტული ხრიკის მიზანია, რაიმე პარალელის გავლება მოხდეს ხელისუფლების არაეფექტიან მოქმედებასა და 2008 წლის ომს შორის - თინა ბოკუჩავა კოდორის ხეობის დაკარგვაზე

"ძალები საკმარისი იყო კოდორის შესანარჩუნებლად, მაგრამ მომზადება ვერ მოესწრო", - აცხადებს ვიცე პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

ქურასბედიანის გაცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამ თემით, ხელისუფლება მათ არაეფექტურ მოქმედებებსა და 2008 წლის ომს შორის პარალელის გავლებას ცდილობს, რაც მორიგი პროპაგანდისტული ქმედებაა.

"ამ მორიგი პროპაგანდისტული ხრიკის მიზანი რა არის, რომ რაიმე პარალელის გავლება მოხდეს ხელისუფლების არაეფექტიან მოქმედებასა და 2008 წლის ომს შორის? მე მოგახსენებთ რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება დღეს და ამოვწურე ეს თემა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები