26 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
პროფესიონალი სამხედროა და სამხედროს შეფასებით, მე მიმაჩნია, რომ მისი განცხადება არის საფუძვლიანი და მართალი - ირაკლი ქადაგიშვილი ქურასბედიანის განცხადებაზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ქურასბედიანის შეფასება, რომ კოდორის ხეობის შესანარჩუნებლად ძალები საკმარისი იყო საფუძვლიანი და მართალია, რადგან ის პროფესიონალი სამხედროა.

ქადაგიშვილის თქმით, იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოება, ფაქტობრივად მოშლილი იყო და მართვაში ჩართულები იყვნენ არაპროფესიონალი სამოქალაქო პირები.

"პროფესიონალი სამხედროა და სამხედროს შეფასებით, მე მიმაჩნია, რომ მისი განცხადება არის საფუძვლიანი და მართალი. სამწუხაროდ და საუბედუროდ, მართვა იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოება, ფაქტობრივად მოშლილი იყო და მართვაში ჩართულები იყვნენ ის სამოქალაქო პირები, რომლებსაც არც სამსახურებრივი და არც პროფესიონალური შეხება არ ჰქონდათ, ისეთ რთულ საქმესთან, რასაც ჰქვია სამხედრო ოპერაციების წარმოება. ამანაც გარკვეულწილად განაპირობა ის მძიმე შედეგი, რაც ბრძოლის ველზე დადგა", - განაცხადა

დღის ამბები