26 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
პოლკოვნიკ ქურასბედიანის განცხადება, რომ ხელისუფლებას შეეძლო, ხელი გაენძრია, რათა კოდორის ხეობა არ დაეკარგა და ამისთვის არაფერი გააკეთა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია - ვოლსკი

პოლკოვნიკი ქურასბედიანი სამხედრო თვალსაზრისით საექსპერტო დასკვნას იხილავს, რაც საკმაოდ მძიმე მოსასმენია, რადგან ერთია, რომ იცი, რა ხდებოდა თეორიულად, მაგრამ ადგილზე მყოფი ადამიანისგან იმის მოსმენა ურთულესია, რომ ხელისუფლებას შეეძლო, ხელი გაენძრია, რათა კოდორის ხეობა არ დაეკარგა და ამისთვის არაფერი გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს არის რეალობა, რომელსაც წინ დაშვებული პოლიტიკური შეცდომები უსწრებდა. 

„ამ ყველაფრის თავიდან აცილება თუ არა, ამ საკითხის მიმართ შეიძლებოდა მსოფლიოს დამოკიდებულება შეცვლილიყო ჯერ კიდევ 2006 წლიდან მოყოლებული. იმ დროის ხელისუფლების მხრიდან ამერიკისა და ევროკავშირის საგზაო რუკის ჩანაცვლება დაიწყო „კოკოითი ფაინდარასტით“. ეს არ არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. წინა ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს არ მიმართა. საომარი მოქმედებების გამო 71 ადამიანი მოკლული ან დაღუპული იყო, რომლებიც სააკაშვილმა საომარ თეატრს არ გამოარიდა, როცა აშკარა იყო, რომ რუსეთი ასეთ გეგმას ახორციელებდა და მათი არმია როკის გვირაბთან მომდგარი იყო. ამის გამო 71 ადამიანი დაიღუპა და ესაა დანაშაული, რომლის გადასაფარად იყო ბრძანებულება, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ რუსეთის საჯარისო ფორმირებები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ქურასბედიანის განცხადება მეორე უბედურებაა, რაც ხელისუფლებამ თავს დაგვატეხა. ჯერ კოდორის ხეობა უაზრო გადაწყვეტილებით აფხაზეთს მიუერთა, შემდეგ არანაირი ზომა არ მიიღო, რომ კოდორის ხეობა დაცული ყოფილიყო, თუმცა ამის ყველანაირი პირობა არსებობდა. იმის განხილვა, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, იმ აზრამდე მიგვიყვანს, რომ იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც თუ არ მონაწიელობდა, ყოველ შემთხვევაში ხელს უწყობდა სააკაშვილის ხელისუფლება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები