სოფელ ხაშმის მიმდებარედ, მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ბიჭის გადარჩენა თვითმხილველებმა სცადეს. არასრულწლოვანი წყლიდან ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.