ასობით მეხანძრე იტალიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სტიქიის ზონა სარდინიაა. ხანძრის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი შესაძლოა დასახლებულ ადგილებზეც გავრცელდეს. ხანძარი ქვეყანაში რეკორდულმა სიცხემ გამოიწვია. ტემპერატურის მატების შედეგად იტალიაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა.
ძლიერი სიცხით გამოწვეულ ხანძარს ებრძვის პორტუგალიაც. ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა მოდებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 800 მეხანძრე. სტიქიის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა .
პორტუგალიის 120 მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრების საფრთხე მაქსიმალურ ნიშნულზეა. დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი, ქვეყანაში კვლავ რეკორდული სიცხეა, ზოგიერთ ადგილზე ჰაერის ტემპერატურა 47 გრადუსს ცელსიუსს აღწევს .
ხანძარმა უკვე 573 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა კატალონიაში. ქალაქ პორტბუში ადგილობრივები და ტურისტები წყლის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე დარჩნენ .
ძლიერი სიცხის გამო ხანძარი მძვინვარებდა საფრანგეთის საზღვარზეც, თუმცა მისი ლიკვიდირება მეხანძრეებმა უკვე შეძლეს.
ავტორი: ანი მურადაშვიი