26 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
7 დაღუპული და 81-მდე დაშავებული - საოკუპაციო ძალამ "ისკანდერებით" ქალაქ პოკროვსკზე მასშტაბური იერიში მიიტანა

12 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმრო, პროკურატურა, კაფე, მაღაზია და აფთიაქი - საოკუპაციო ძალამ "ისკანდერებით" ქალაქ პოკროვსკზე მასშტაბური იერიში მიიტანა. დაღუპულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე. 81-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. მათ შორის 2 მცირეწლოვანია. ამ დრომდე მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა. პროცესში მონაწილეობენ, როგორც მეხანძრე-მაშველები ისე რიგითი მოქალაქეები. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

1 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა იერიშს ხერსონზე. რუსულმა არმიამ ოლქის მისამართით ცეცხლი 68-ჯერ გახსნა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგრესორმა 350-მდე ჭურვი ჩამოაგდო. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, დაშავებულია 8 ადამიანი. შეტევა იყო ნიკოპოლზეც. საოკუპაციო ძალამ მიზანში სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები ამოიღო. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოში 15 ადამიანი გადაიყვანეს.

37 შეტაკება დაფიქსირდა უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა ბახმუტის მისამართით კონტრიერიში წამოიწყეს, თუმცა უკვე დაკარგული პოზიციების დაბრუნება ვერ მოახერხეს. შეტევა დიდი დანაკარგით დასრულდა.

უკრაინელი სამხედროების კონტრიერიშთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს CNN ამერიკული მედიასაშუალება აცხადებს, რომ ცნობები შეერთებული შტატების და დასავლეთის 4 ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, რომელთაც თავის მხრივ დაზვერვის მასალებზე მიუწვდებათ ხელი. რესპონდენტების ვარაუდით, უკრაინელ სამხედროებს ამ ეტაპზე ბრძოლის ველზე გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება არ შეუძლიათ. ვინაიდან, რუსეთის თავდაცვითი ზომები უპრეცედენტოდ მაღალია. ანალოგიური ინფორმაცია აქვს კონგრესმენ მაიკლ კუიგლის. ამის მიუხედავად, ამერიკელი კანონმდებელი ამბობს, რომ წინსვლის შანსი ჯერჯერობით რჩება.

 

დღის ამბები