26 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
რატომ მოაწერა ხელი აგვისტოს ომის შესახებ მაშინდელმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მეხუთე პუნქტს - ოპოზიციის განმარტება

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად ისმის ის, თუ რატომ დაუჭირა მხარი მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი რეზოლუციის შინაარსს, საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მეხუთე პუნქტზე.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით თუ ვინმემ სარგებელი მიიღო, ეს საქართველო და ქართველი ხალხი იყო. 

"ეს არის ომის შემდეგ პირველი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა ის, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. ამიტომ, ამ რეზოლუციით თუ ვინმემ მიიღო სარგებელი, ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი და თუ ვინმე დაზიანდა საბოლოო ჯამში ამ რეზოლუციით, ეს არის ოკუპანტი რუსეთი, რადგან ის ვარაუდები, რომელიც გამოთქმული იყო ამ რეზოლუციაში, საბოლოო ჯამში გააქარწყლა ჰააგის სასამართლომ, აღნიშნა და გარკვევით თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა მთელი ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ის ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ჩაწერილი იყო ამ რეზოლუციაში, რა თქმა უნდა გამოყენებული იყო მაშინდელი ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადებების საფუძვლით, რომლებიც აკეთებდნენ დამაზიანებელ განცხადებებს, ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და აცხადებდნენ, რომ თითქოს ომი დაიწყო საქართველომ, რაც არ დადასტურდა," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე.

"ლელოში" კი აცხადებენ, რომ "საქართველოს ომი არ დაუწყია და ვინც ტირაჟირებს საქართველოს მხრიდან ომის დაწყებას, ის ადამიანი მოღალატეობრივ საქმიანობაშია ჩართული":

"საქართველოს ომი არ დაუწყია. საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ აწარმოებდა, ეს არის გამორიცხული და ვინც ტირაჟირებს საქართველოს მხრიდან ომის დაწყებას, ის ადამიანი მოღალატეობრივ საქმიანობაშია ჩართული საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ფაქტობრივი და ცალსახა მოცემულობა. კინკლაობა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არ არის საინტერესო. საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს ის სიმართლე, რაც არის ფაქტობრივ მტკიცებულებებზე და მოცემულობებზე დაყრდნობით," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები