უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზელენსკიზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთეს. უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზელენსკის მკვლელობა იგეგმებოდა მისი ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას.
უსაფრთხოების სამსახურმა ცხელ კვალზე დააკავა რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა.