26 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
მაშინ ჩადენილ იქნა ღალატი და ეს ღალატი ჩაიდინა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წელს საქართველოს წინაშე ღალატი ჩაიდინა, რისი კულმინაციაც ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო, რასაც ხელი მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო".

მისი თქმით, ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს და ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს.

"ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს, რეალურად, მაშინ ჩადენილ იქნა ღალატი და ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა "ნაცმოძრაობამ" სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული, რაც იყო კატასტროფა. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს, ეს ღალატი ჩაიდინა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები