ირანის დედაქალაქში შენობების ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევით, უკანონო შენობების დემონტაჟის დროს მოხდა.
ჩამოინგრა 5 შენობა, ნანგრევებში კი პოლიციელები და მუნიციპალური სამსახურის თანამშროლები მოყვნენ.
მაშველებმა 5 დაშავებულის ამოყვანა შეძლეს, მათგან ერთი, პოლიციის პოლკოვნიკი, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.