ბელარუსმა ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო - ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ მიმდინარე წვრთნებისას შემუშავდება ქვედანაყოფების მართვის და კონტროლის საკითხები.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სწავლებაში აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთ- უკრაინის ომში მიღებული გამოცდილება. მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების და სატანკო ქვედანაყოფების ფართოდ გამოყენების პრაქტიკა.