თურქეთში, დერინჯის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "ტელეგრამ" გვერდები BBC-ის თურქეთის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გემის ხორბლით დატვირთვის დროს მოხდა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.