26 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში არის მონიტორინგის ოცამდე სხვადასხვა ობიექტი დაყენებული, მათ შორის, წყალმზომები - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში გარემოს მონიტორინგის ოცამდე, ხოლო ქვეყანაში - 200-მდე ობიექტი არსებობს.

მისი თქმით, სტიქიის 15-წუთიანი მონაკვეთის გარდა, წყალმზომებზე ნაკადის მომატება ან კლება არ დაფიქსირებულა.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში არის მონიტორინგის ოცამდე სხვადასხვა ობიექტი დაყენებული, მათ შორის, წყალმზომები და გარკვეული ვალდებულებები აქვს კერძო კომპანიებსაც სახელმწიფოსთან მიმართებით, როდესაც ისინი გარკვეულ ობიექტებს აგებენ, ეს იქნება ჰესი, თუ ა.შ.

მხოლოდ ამ რეგიონში 20-მდე მონიტორინგის ობიექტი არსებობს. 2014 წელს, როდესაც საერთოდ არაფერი არ არსებობდა, მოუწიათ ხელისუფლებასა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ და ეს სისტემა ყოველწლიურად განევითარებინათ. 200-მდე ობიექტია საქართველოში, მათ შორის, დასავლეთ საქართველოშია ძალიან ბევრი და ამ რეგიონში 20 ასეთი ობიექტი არსებობს.

ბოლო დღეების განმავლობაში, დასკვნაზე როდესაც მუშაობდნენ გეოლოგები, გლაციოლოგები და ჰიდროლოგები, მათ გამოითხოვეს ერთ-ერთი ობიექტიდან წყალმზომების მონაცემები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ 15 წუთიანი მონაკვეთის გარდა, სხვა დღეებში, სხვა წუთას, სხვა მონაკვეთებზე არ ყოფილა დაფიქსირებული წყალმზომებზე ან მატება, ან კლება.

ის სისტემა, რაც არსებობს 200 ობიექტის, რა თქმა უნდა, გამართულია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები