26 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცეები ახერხებენ  და იცლიან იმისთვის, რომ "ფეიკები"აკეთონ, სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ  პოლიტიკოსზე - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ გავრცელებულ სხვადასხვა ფეიკ ინფორმაციას ეხმაურება. მამუკა მდინარაძე "კურიერის" კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ სოციალური ქსელი გაჯერებულია ფეიკ ინფორმაციით და ტრაგედიის ფონზე, "ადამიანებს მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ მოგონილი განცხადებები ავრცელონ".

"გამაოგნებელია ის ამბავი, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ დასხდნენ და ფეიკები აკეთონ. სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანზე და პოლიტიკოსზე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით იყო გუშინ-დღეს, გუშინწინ კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე. ჩვენზეც დანარჩენებზე ყველაზე. ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ დასხდნენ და განცხადებები, რისი მსგავსიც არ გაუკეთებიათ, რომ ინტერპრეტირება შეიძლებოდეს ისეთი კი არა, საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ ასეთ განცხადებებს აკეთებენ, აყალბებენ და ამით აბრაზებენ საზოგადოებას. სამწუხაროდ მერე ვიღაცები იჯერებენ.

თქვენ წარმოიდგინეთ, დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმაც კი გააზიარა, იმდენად გავრცელებული იყო, არაერთი გაზიარება ჰქონდა ერთ-ერთ ასეთ ფეიკს, ეს სამწუხაროა.

გუშინაც, გუშინწინაც ამაზე ვილაპარაკეთ. ცოტა ხანი ხომ შეიძლება გაჩერდნენ ეს ადამიანები და უბრალოდ ამ გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში თავისი ოპონენტის პოლიტიკურ დაზიანებაზე, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე ლიდერის, არ იფიქრონ და ამით არ იყვნენ დაკავებული.

ყველას მოვუწოდებ, რომ რაღაცნაირად ამ უბედურებისა და ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არ დააბრალონ არავის არაფერი. არა თუ პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ, ჩვენს ჭკუაზე ამას ვინ გააკეთებს და ვინ დაგვიჯერებს, ეს არა. მაგრამ, როდესაც სიცრუის ტირაჟირებასაც არ ერიდებიან ეს ამაზრზენია ამ ყველაფრის ფონზე, რაც აქ ხდება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები