სტიქიის ეპიცენტრს, შოვში, ამ წუთებში ორი ვერტმფრენით ათვალიერებენ - სამძებრო ღონისძიებებში მაშველები სამხედროებთან ერთად სამძებრო ღონისძიებებს აგრძელებენ.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის ეპიცენტრში 18 ცხედარია აღმოჩენილი, მათგან 14 იდენტიფიცირებულია. ოფიციალური ცნობებნით, 16 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.