პაკისტანში, მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, 30-მდე გაიზარდა. დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.
შემთხვევა, ქვეყნის უდიდეს ქალაქ კარაჩიდან 275 კილომეტრში მოხდა. რელსებიდან სამგზავრო მატარებლის დაახლოებით 10 ვაგონი გადავიდა.
სამაშველო ჯგუფები, ადამიანების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ, ადგილზე მობილიზებულები არიან სამხედრო ძალებიც.