26 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ პოლიციელი გარდაიცვალა

პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყება მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს", - წერია განცხადებაში

დღის ამბები