26 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით გახსნა

მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წუთიერი დუმილით გახსნა.

მან ღრმა მწუხარება გამოთქვა სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო და გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, მთელ ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი. ნამდვილად საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, მინისტრებს გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები