დაახლოებით 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები - ამის შესახებ "კურიერის" ეთერში ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა.
"რაც შეეხება სტიქიის ზონას, მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში სამუშაოები, ყველა სტრუქტურა და უწყება არის ჩართული. დღეს აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი მოზარდი სამწუხაროდ. თავდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ადგილობრივები არიან.
დაახლოებით 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები. პირველ ეტაპზე არის ის 7 ლოკაცია, სადაც შესაძლებელი იყო ყოფილიყვნენ მოქალაქეები და შემდეგ უკვე სხვა ლოკაციებზეც განვაგრძობთ ძებნის სამუშაოებს.
შედეგის მხრივ, ყველა არის აქტიურად ჩართული , ხიდი მოწყობილია, რაც მნიშვნელოვანი იყო სტიქიის უშუალოდ ზონასთან მისვლისთვის და სხვადასხვა მძიმე ტექნიკის იქ გადაადგილებისთვის. 80-მდე მძიმე ტექნიკა არის უშუალოდ სტიქიის ზონაში მობილიზებული და კიდევ დამატებით ველოდებით ტექნიკას, რომელსაც უზრუნველყოფს რეგოინალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი," - აცხადებს სერგო ხიდეშელი.
ონის მერის თქმით, კოტეჯებთან დაკავშირებით ცუ ინფორმაციები ვრცელდება.=
"რაც შეეხება კოტეჯების ნაწილს, როგორც ვხედავ ვრცელდება ცრუ ინფორმაციები. კოტეჯები აშენებული იყო ჯერ კიდევ 60-70-იან წლებში, შესაბამისად, ამაზე შეკითხვა მემგონი არ არსებობს" ,- აცხადებს სერგო ხიდეშელი.